რეზონანსი
20.05.2020

ხმაური იყო ჯანდაცვის კომიტეტზე, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

სხდომაზე დეპუტატები სოფიო კილაძე და ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„ნამუსი არ გაქვს?",- ასე მიმართა სოფო კილაძემ ლევან კობერიძეს, როდესაც მან თქვა, რომ მსგავსი კანონი „ნაციონალური მოძრაობის" დროსაც კი არ მიუღიათ.

„ნამუსი არა გაქვს, რა სიტყვებია? მე მგონი, შეურაცხყოფა მე შენთვის არ მომიყენებია და ნამუსი შენსკენ მოიკითხე მაშინ, რა ნამუსი ხომ არ მაქვს, ვერ გავიგე. რა სიტყვებია, ვერ გავიგე. ცოტა დაუწიე ტონს. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი ხარ და შეურაცხყოფას ასე ადვილად ნუ აყენებ ადამიანს", - მიმართა ლევან კობერიძემ სოფიო კილაძეს.

შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, ხელისუფლებამ მკაცრი რეჟიმი კონკრეტულ ლოკაციებზე ინდივიდუალურად დააწესოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×