რეზონანსი
20.05.2020

პრეზიდენტ ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება ერთი რამის დასტურია, რომ ხელისუფლებაში ერთმანეთსაც ატყუებენ, ერთმანეთსაც ტენიან გადაწყვეტილების პასუხისმგებლობის სიმძიმეს თუ ტვირთს, ერთმანეთი არ უყვართ, ერთმანეთს ძირავენ და რაც მთავარია, არ მგონია, რომ რომელიმე მათგანი, ამ ისტერიის ფონზე გამოჩნდა, როგორც პასუხისმგებელი პოლიტიკოსი ან სახელმწიფო მოხელე, რომელსაც შეუძლია, მათ შორის, მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განმარტებებს, რომელიც შეწყალების საფუძველეზე გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ეხებოდა.

როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პირადად მისთვის, ისევე საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლეობისთვის, მისი და ირაკლი ოქრუაშვილის ციხიდან გათავისუფლების თაობაზე სალომე ზურაბიშვილმა ჩააყენა თუ არა საქმის კურსში ბიძინა ივანიშვილი ან პირიქით, ბიძინა ივანიშვილმა დაავალა თუ არა სალომე ზურაბიშვილს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„იმიტომ, რომ ჩვენ ერთი მთავარი რამ დავინახეთ, მთლიანად ხელისუფლების ნათქვამს არანაირი მნიშვნელობა აქვს. მეორე - დავინახეთ ის, რომ რაც არ უნდა ვთქვა, მათი პირველი ინსტინქტი და მიდრეკილება არის ის, რომ მოგატყუოთ. დავინახეთ ის, რომ ქვეყანა არ არის ჩალით დახურული. რაც არ უნდა მოატყუოს საკუთარი ხალხი და საერთაშორიოს საზოგადოება, რეაგირება იქნება ადეკვატური, სწორი და რაც მთავარია, პირდაპირი. გამოჩნდა ისიც, რომ ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება" საერთოდ ვერ ფლობს, არ ფლობს, იგნორირებას უკეთებს და დასცინის დიპლომატიურ ენას. ამიტომაც იყო ზუსტად, პირდაპირი მითითებები", - განაცხადა გიგი უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×