
უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ ერთი ვადით ვადით პრეზიდენტობა შესაძლოა საკმარისი არ იყოს და დაფიქრდება, იყრის თუ არა მეორედ კენჭს. „სიმართლე გითხრათ ერთი ვადა საკმარისი არ არის... მე როგორც ვამბობდი ერთი ვადით მოვედი. ვხედავ, რომ ძალიან ძნელი სამუშაოა და მადლობასაც არავინ გეტყვის, მაგრამ თუ უკრაინელი ხალხის დიდი მხარდაჭერა იქნება, შეიძლება დავფიქრდე", - განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერეციაზე.
მისივე თქმით, იმ კანდიდატებს, რომელთაც მოსახლეობის 10-15%-ის მხარდაჭრა აქვს კამპანიის დასაწყისში, უფლება არ აქვთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
ცნობისთვის, ვლადიმერ ზელენსკიმ ფიცი 2019 წლის 20 მაისს დადო. მაშინ მან აღნიშნა, რომ ქვეყნის სათავეში მხოლოდ ერთი ვადით მოდის. შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 2024 წლის გაზაფხულზეა დეგეგმილი.