რეზონანსი
20.05.2020

თბილსის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, დღეს თბილსის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ არ იხსნება ელიავას ბაზრობა.

„ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით დაახლოებით თვე-თვენახევრის წინ მერი შეხვდა ყველა მეპატრონეს, მათ შევთავაზეთ განვითარების კარგი მოდელი, რომლის ფარგლებში ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება პრობლემა, რომელიც ელიავას ბაზრობის ეკოლოგიურ და სანიტარულ მდგომარეობას, დასაქმებულ ადამიანთა შრომის უსაფრთხოების წესებს ეხება", - განაცხდა ბითაძემ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტი თავად მოამზადებს განაშენიანების რეგულირების გეგმას აღნიშნული ტერიტორიისთვის.

„მუნიციპალიტეტი თვითონ გეგმავს განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალების მომზადებას აღნიშნულ ტერიტორიისთვის, ისევე როგორც ეს არის ნაკარნახევი გენერალური გეგმის მხრიდან. თითოეულმა მესაკუთრემ გამოთქვა თანხმობა, მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ შემუშავებულ განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტში. შესაბამისად, კიდევ უსვამს ეს ხაზს, რომ იქ დასაქმებულ ადამიანებს, მათ შრომას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, პირიქით, ჩვენი მთავარი მიზანია, ეკოლოგიურად და შრომის უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მეუწესრიგებელი ტერიტორია ქალაქის გულში ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს. ეს ასეც მოხდება", - აღნიშნა ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×