რეზონანსი
20.05.2020

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ორი დამნაშავის კანონის ფარგლებში გამოშვება და ოპოზიციის შორსმიმავალი გეგმების და პოლიტიკური ავანტიურის ჩაშლა" შეძლო.

თალაკვაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე აღნიშნა, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება რთული იყო, თუმცა განპირობებული იმით, რომ არ შექმნილიყო „კრიზისის იმიტაცია".

„დღესაც იგივე აზრზე ვარ - ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე მიუღებელია და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ისჯება კანონით. ასევე, შეუძლებელია დედაქალაქის ბიუჯეტის 10%-ის გაფლანგვა "პოლიტპატიმრობით" აუხსნას ვინმემ საზოგადოებას. პრეზიდენტმა რთული გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ შექმნილიყო ხელოვნურად პოლიტიკური კრიზისი. უფრო სწორედ კრიზისის იმიტაცია. ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლო ამ ორი დამნაშავის კანონის ფარგლებში გამოშვება და ოპოზიციის შორსმიმავალი გეგმების და პოლიტიკური ავანტიურის ჩაშლა - იყო პრეზიდენტი. ის, რომ ბრიფინგამდე პრეზიდენტმა ჩამაყენა საქმის კურსში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, - ურთიერთპატივისცემის საკითხია. პოლიტიკაში ვინც არიან, მათგან მიკვირს ეს აჟიოტაჟი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×