რეზონანსი
20.05.2020

ჩეხური ტურისტული საიტი TTG საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია კორონავირუსთან ქვეყნის წარმატებულ ბრძოლაზე და ასევე ტურიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

„საქართველო, რომელიც საერთაშორისო სამოგზაურო მედიამ მომხიბლავ ტურისტულ ლოკაციად ცნო, ცდილობს გახდეს პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც თვეების განმავლობაში მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, გახსნის თავის კარს უცხოელი ტურისტებისთვის. უძველეს ქვეყანას, რომელიც სუბტროპიკული შავი ზღვიდან გაშლილია ველური ბუნებით მდიდარი კარპატების ალპურ მაღალმთიან რეგიონამდე, COVID-19-ისგან მხოლოდ 12 გარდაცვლილი ჰყავს, რაც ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ქვეყნის წარმატებამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეზღუდვების ადრეულ ეტაპზე მოხსნის იმედი გააჩინა. დედაქალაქი თბილისი, ცნობილი, როგორც ღვინის დამზადების აკვანი, მნიშვნელოვანი გაჩერება იყო ცნობილ აბრეშუმის გზაზე, რაც ასახულია ბაზრებში, მუზეუმებსა და ძეგლებში. საქართველო ასევე ცნობილია კარგი საკვებით, „კვალს აცდენილი" თავგადასავლებითა და ეკომეგობრული ტურიზმით.

დედაქალაქში არსებული მაღაზიების უმეტესობა გაიხსნა კორონავირუსული შეზღუდვების თანდათანობითი შემსუბუქების შემდეგ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირობა დადო, რომ 2020 წელს ქონების გადასახადისგან გაათავისუფლებდა ტურიზმის სექტორში მომუშავე ბიზნესებს და სესხის გაცემით დაეხმარებოდა იმ სასტუმროებს, რომლებმაც დიდი ინვესტიცია ჩადეს ტურიზმის განვითარებაში. გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ (UNWTO) დაადასტურა, რომ საქართველომ გადადგა „ძალიან ფრთხილი და წარმატებული ნაბიჯები", რათა პირველი ქვეყანა ყოფილიყო მსოფლიოში, რომელიც საერთაშორისოდ გახსნიდა ტურიზმის ინდუსტრიას", - წერია სტატიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×