რეზონანსი
20.05.2020

თბილისსა და რუსთავს შორის მოქალაქეები ავტობუსით გადაადგილება შეძლებენ - ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მინდა საზოგადოებას გავაცნო - თბილისსა და რუსთავის კავშირი. დღის განმავლობაში 30 ათასი ადამიანი გადაადგილდება ამ მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამ ადამიანების გადაადგილება. მინდა ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს დავავალო, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარმოდგენილი იყოს სრულყოფილი გეგმა, წერტილები თუ საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვლა რუსთავის მიმართულებით და პირიქით.

დედაქალაქის მერია აიღებს ამ პასუხისმგებლობას - თბილისი რუსთავის მიმართულებით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპროტი, განახლებული ახალი ავტობუსები,"- აცხადებს კახი კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×