რეზონანსი
20.05.2020

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 713 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 475 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პირი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×