რეზონანსი
19.05.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა ვირუსთან თანაცხოვრების წესებს დაიცავს, ზაფხულსა და შემოდგომაზე გართულებებს თავიდან ავიცილებთ. ამის შესახებ დაავადებათა მან „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

„სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების აზრია ასეთია, რომ როდესაც მომავალი წლის რესპირატორული სეზონი დაიწყება, ანუ როცა აცივდება, მოსალოდნელია, რომ ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს. თუ ამ დროისთვის რამე ეფექტური სამკურნალო საშუალება არ გვექნება, მაშინ ჩვენ კიდევ და კიდევ რეკომენდაციის მაქსიმალურად დაცვა მოგვიწევს", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება, მგზავრისთვის ნიღბის ტარება აუცილებელი იქნება.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძირითადი მოთხოვნა იქნება ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, რაც სულაც არაა ადვილი, ამიტომ მიდის მუშაობა, თუ რა გზით შეიძლება მოვახერხოთ პრობლემის გადაჭრა", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×