
დღევანდელი სიტუაციიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეპიდემია დამარცხების პირასაა. მაგრამ ამ ვირუსს ტენდენციურობა ახასიათებს და შესაბამისად ბევრი სხვადასხვა სცენარია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკაშვილმა განაცხადა.
„მოსალოდნელია რომ შემოდგომაზე ვირუსის შემთხვევებმა მოიმატოს და ე.წ. მეორე ტალღა გვქონდეს. მაგრამ თუ ჩვენ წინასწარ სამზადის დავიწყებთ და სიფრთხილე ჩვევაში გადაგვივა, მაშინ შესაძლებელი იქნება ინფექცია კონტროლის ქვეშ ვამყოფოთ და ასევე ცხოვრების ახალი წესი ბევრ სხვა ინფექციას თავიდან აგვარიდებს, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს მოსაზრებები, რომ წელს ზღვის სეზონის გარეშე არ დავრჩებით.
„წელს ზღვაზე წასვლა შესაძლებელი იქნება, თუმცა იქ გარკვეული რეკომენდაციების დაცვა აუცილებლად მოგვიწევს. ზღვა ინფექციის გადაცემის წყაროს არ წარმოადგენს, მაგრამ ადამიანების ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი კვლავ რისკად რჩება", - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.
საქართველოში კორონავირუსი 702 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 456 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.