რეზონანსი
19.05.2020

სალომე ზურაბიშვილი რუსთავი 2-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მან წინასწარ ბიძინა ივანიშვილი, არჩილ თალაკვაძე და გიორგი გახარია გააფრთხილა, - "იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი".

"ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე ​შევატყობინე. შევატყობინე იმ შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და "ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს"

რა უპასუხა ივანიშვილმა და გახარიამ პრეზიდენტს, როცა მან უთხრა, რომ შეწყალებას აპირებდა, ზურაბიშვილს არ უთქვამს, თუმცა, ჩვენ შეწყალების მერე მოვისმინეთ განცხადებები "ოცნების" და რბილად რომ ვთქვათ, არ უწონებს პრეზიდენტს ნაბიჯს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×