რეზონანსი
19.05.2020

ჩინელი მეცნიერების თქმით, ისინი მუშაობენ ისეთ წამალზე, რომელიც პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

პეკინის გენეტიკის მოწინავე ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, პრეპარატი ცხოველებში წარმატებით გამოსცადეს. პრეპარატმა ორგანიზმში იმუნიტეტიც დატოვა.

„როდესაც ინფიცირებულ თაგვებში გამანეიტრალებელი ანტისხეულები შეგვაქვს, ხუთი დღის შემდეგ ვირუსული დატვირთვა მცირდება 2.500 ფაქტორით. ეს ნიშნავს, რომ ამ პოტენციურ პრეპარატს აქვს თერაპიული ეფექტი", - აღნიშნა დირექტორმა.

მისივე თქმით, პრეპარატი მუშავდება გამანეიტრალიზებელი ანტისხეულებით, რომლებიც ადამიანის იმუნური სისტემის მიერ არის წარმოებული, რომლებიც მეცნიერთა ჯგუფმა 60 გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლიდან გამოავლინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×