რეზონანსი
19.05.2020

დღეიდან, პარლამენტი იწყებს კანონპროექტის განხილვას, რომელიც ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიების ზრდას ინდექსაციის ფორმულის მიხედვით ითვალისწინებს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც არის ჩადებული გარკვეული მოცულობები, არანაკლებ 20 ლარისა და არანაკლებ 25 ლარისა ზრდის კუთხით.

იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურად იგრძნობა ბიუჯეტში დანაკლისები, პენსიების ზრდის მორიგი ეტაპი დაპირებისამებრ განხორციელდება და წლევანდელ ბიუჯეტში ამისთვის თანხა უკვე გაწერილია.

ისიც უნდა ითქვას, რომ წელს, პირველი იანვრიდან პენსიები ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის 20 ლარით გაიზარდა და შეადგენს უკვე 220 ლარს", - განმარტა კოვზანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×