რეზონანსი
19.05.2020

მინდა, შევაქო და ტაში დავუკრა საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, თუ როგორ გაუმკლავდა კორონავირუსის ეპიდემიას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობენ.

„ძალიან მოხარული ვარ საქართველოში განვითარებული უახლესი მოვლენებით. იმედი მაქვს, ეს ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს და პარლამენტარებს შორის ფართო კონსენსუსი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, განვაგრძოთ ჩვენი ყოვლისმომცველი თანამშრომლობა. მინდა, შევაქო და ტაში დავუკრა საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, თუ როგორ გაუმკლავდა კორონავირუსის ეპიდემიას. მათ კარგი სამუშაო შეასრულეს. ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიები საკონსტიტუციო ცვლილებების წარმატებით დასრულებამდე მიგვიყვანს", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×