რეზონანსი
19.05.2020

კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომი ცხელებაა. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანალიზში - „საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა".

ანგარიშის თანახმად ინფიცირებულებში ყველაზე ხშირად ვლინდება ცხელება (82,4%), ზოგადი სისუსტე (49.6%), ხველა (38,3%), ყელის ტკივილი (25.9%) და თავის ტკივილი (22.5%). 500 შემთხვევიდან, PCR ტესტირების დროს 83 შემთხვევა იყო ასიმპტომური.

შესაბამისად უსიმპტომო შემთხვევების პროპორცია იყო 16.6%. აღსანიშნავია, რომ ერთზე მეტი სიმპტომი აღინიშნა პაციენტების 57.6%-ში.

"Report.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×