რეზონანსი
19.05.2020

პარლამენტი ახალ კანონპროექტს განიხილავს, რომლის თანახმადაც მთავრობას უფლებამოსილება ექნება, გარკვეული შეზღუდვები ძალაში დატოვოს. ან როდესაც, საგანგებო მდგომარება აღარ იქნება გამოცხადებული, ახალი შეზღუდვები დააწესოს, როგორციაა კარანტინის გამოცხადება, გადაადგილების შეზღუდვა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭავარიანის განმარტებით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარეობს.

"საკოორდინაციო საბჭოზე ჯანდაცვის სამინიტროს წარმომადგენლების, ასევე პარლამენტის წევრების კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, გარკვეული ტიპის შეზღუდვები შესაძლებელია დარჩეს იმისათვის, რომ ეს ძალიან პოზიტიური შედეგი არ დავკარგოთ. ეს კი საჭიროებს იმას, რომ მოქმედ კანონმდებლობაში შევიდეს გარკვეული ტიპის ცვლილებები", - აღნიშნა გურამ მაჭავარიანმა.

კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს დასრულდება. შესაბამისად, კონკრეტული შეზღუდვების ძალაში დატოვება არაკონსტიტუციური იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×