რეზონანსი
19.05.2020

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას სოციალური საცხოვრისის ბინადრები ავრცელებენ. მათი თქმით, კომენდანტის საათის დროს ახალგაზრდები საცხოვრისის ეზოში იყვნენ, პოლიციამ მათ შენობაში შესვლისკენ მოუწოდა, რასაც ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივების თქმით, პოლიცია ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდა. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, პოლიციამ მისი არასრულწლოვან გოგონაზე იძალადა და მომხდარის გამო სამართალდამცველებს უჩივლებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრისში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. უბნის ინსპექტორი პოლიციის მხრიდან ძალადობას უარყოფს და აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

"რუსთავი2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×