რეზონანსი
19.05.2020

მხატვარ ნიკუშა შენგელაიას ოჯახი კარანტინის დროს, ბოლო ორი თვის განმავლობაში წყნეთში იმყოფებოდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მათთან განსაკუთრებული სიახლოვე აქვს. შენგელაიას მეუღლე ეკა ჭიჭინაძე "კვირის პალიტრასთან" ივანიშვილების ოჯახზეც საუბრობს.

"ორი თვეა სახლიდან არ გავსულვარ... წყნეთში ვართ და აქ შედარებით ადვილია იზოლაციის ატანა. მართალი გითხრათ, ძალიან მომეწონა, ბევრი დრო მქონდა ჩემი თავისთვის, ვარჯიშიც კი დავიწყე. 

მთელი ამ ხნის მანძლზე დავინახე ჩემზე მზრუნველი ხელისუფლება, პროფესიონალები, ექიმები, ექთნები, პოლიციელები. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს ამას და ის რაღაცნაირი ოპოზიცია საერთოდ არ მაინტერესებს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან!

მინდა გამოვიყენო ეს საშუალება და მადლობა გადავუხადო ეკას და ბიძინას იმ სიკეთეებისთვის, რასაც ისინი ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ! ამაყი ვარ, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან და დადგება დრო როდესაც თაობები დააფასებენ ამ ოჯახის ღვაწლს.

მშვიდად არიან და თავს იცავენ, როგორც ჩვენ ყველა. უტა იზოლაციაში იყო, ახლა უკვე შინ არის... არ ვიცი, უტა სად იყო იზოლაციაში, ეკამ მითხრა ტელეფონით საუბარში - დღეს უტა დაგვიბრუნდა იზოლაციიდან და ვზეიმობთო... გვანცა ამერიკაშია... 

მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან შეკრული ოჯახი, სადაც თითოეული მათგანი ერთმანეთს უდიდეს პატივს სცემს, ერთმანეთს ძალიან უფრთხილდებიან!"

პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×