რეზონანსი
19.05.2020

უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის უბი­სა-შო­რაპ­ნის მო­ნაკ­ვე­თის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­შა­ვე­ბულ მუ­შას კი­დუ­რის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და. სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბულს ტრაქ­ტორ­მა გა­და­უ­ა­რა.

მას პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე აღ­მო­უ­ჩი­ნეს, შემ­დეგ ზეს­ტა­ფონ­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბულს ქვე­და კი­დუ­რის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და.

მუ­შის და­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმაც გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან იმე­რეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი ზვი­ად შა­ლამ­ბე­რი­ძე და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლი მუ­შის სამ­კურ­ნა­ლო და შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხარ­ჯებს სრუ­ლად და­ფა­რავს China Road and Bridge Corporation. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­თან, და­შა­ვე­ბულ­თან და მის ოჯახ­თან მუდ­მივ კავ­შირ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. მომ­ხდა­რი ფაქ­ტის მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×