რეზონანსი
18.05.2020

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლარნაკა-ბათუმის სპეცრეისით 99 ადამიანი დაბრუნდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მგზავრები, სპეციალური ავტობუსებით სასტუმროებში („ეიფორია", „ლეჯენდი" და „სითი") მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 3746 ადამიანია განთავსებული. რაც შეეხება აჭარას, რეგიონში კარანტინშია 1162 ადამიანი.

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×