რეზონანსი
18.05.2020

კოსტავას 44 ნომერში, ლომბარდში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი 51 წლის სერგო ბლიაძეა.

არსებული ინფორმაციით, ცხედარი ლომბარდში მისმა ცოლმა აღმოაჩინა. მანამდე, 51 წლის მამაკაცს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.

თვითმკვლელობამდე სერგო ბლიაძე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კარანტინის რეჟიმში მას ლომბარდი დაკეტილი ჰქონდა.

შესაბამისად, სწორედ დაკეტილ ლომბარდში მისულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან ვენები გადაიჭრა.

ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×