რეზონანსი
18.05.2020

"ავტომანქანით გადაადგილების, სახლიდან გამოსვლის შეზღუდვის ქვეშ უსასრულოდ ვერ ვიქნებით, ასე ქვეყანა ვერ იცხოვრებს, გამორიცხულია. შეზღუდვები მოიხსნა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა უცვლელი დარჩა და კიდევ უფრო მეტი დაგვეკისრა"- ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„სანამ ამ დაავადებასთან ბრძოლის გარდამტეხი ფაქოტრები (ვაქცინა, მედიკამენტი) არ იქნება, ძველ რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ, ეს გამორიცხულია. ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს. რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს ინფექციამ თავი იჩინოს. ეს იმდენად მაღალი გავრცელების უნარის მქონე ვირუსია, ფაუჩი მას ცეცხლს ადარებს და ამბობს, რომ ვირუსი როგორც ცეცხლი ისე ვრცელდება. ამიტომ ჩვენ ცეცხლის კერები შენარჩუნებული გვაქვს, ჩვენი ეპიდემიოლოგები გამალებით იბრძვიან, რომ ცეცხლის კერები სხვაგან არ გავრცელდეს", - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×