რეზონანსი
18.05.2020

11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ ბესიკ ივანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედებაში ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბესიკ ივანაშვილის ადვოკატის, ავთანდილ ბუცხრიკიძის ინფორმაციით, დაცვის მხარემ 10 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის არგუმენტები გაითვალისწინა და 29 წლის მამაკაცი პატიმრობაში დატოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 7 ივლისს დაიწყება.

ბესიკ ივანაშვილი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით საჩხერეში 16 მაისს დააკავეს. ბრალდებულს 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×