რეზონანსი
18.05.2020

12 წლის მამუკა გურულმა ნიკა ღვინჯილიასათვის, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდება, მციერდი თანხა კარდაკარ სიარულით ააგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თამუნა რუხაძე ავრცელებს.

„ეს სასწაულია, მეგობრებო არ ვიცი რა ვთქვა, ეს წუთია კარებზე დააკაკუნეს, კარი გავაღე და მამუკა გურული მომადგა.

უცნაურად მიყურებდა არ იცოდა საიდან დაეწყო საუბარი და პირდაპირ მითხრა თამუნა დეიდა, მე კარდაკარ ჩამოვიარე და ნიკასთვის ფული ავაგროვეო, მოულოდნელობისაგან ეხლაც ვტირი... ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო.

ბიჭი მხოლოდ 12 წლისაა, ასეთ რამეს ვერც კი მოვიფიქრებდი. მამუკელა ჩემო საყვარელო, შენ გაიხარე საყვარელო როგორც

მე შენი საქციელით გამახარე და თან ამატირე ემოციებს ვერ ვმალავ ჩემო საყვარელო" - წერს თამუნა რუხაძე.

ცნობისთვის ბიჭს, გულის უკმარისობა აქვს და იმისთვის, რომ სიცოცხლის გაგრძელება შეძლოს, გულის გადანერგვა სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×