რეზონანსი
18.05.2020

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ მიუხედავად გლობალური მცდელობისა, შესაძლოა, ვაქცინა საერთოდ ვერ შეიქმნას.

ჯონსონის თქმით, მსოფლიომ ვირუსის კონტროლისთვის ახალი გზები უნდა იპოვოს.

„დიდი, დიდი გზა რჩება გასავლელი და გულახდილად უნდა ვთქვა, ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას. ჩვენ უნდა ვიპოვნოთ ახალი გზები, რომ ვირუსი ვაკონტროლოთ... ვიცი ეს იოლი არ არის, ბავშვის პირველი ნაბიჯები არასდროს არის იოლი", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ამ დროისთვის, გლობალურად კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 5 მილიონს უახლოვდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 300 000-ს აჭარბებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×