რეზონანსი
18.05.2020

2020 წლის 18 მაისს უბისა-შორაპანის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების წარომებისას, რომელსაც ასრულებს „China Road and Bridge Corporation“, დაშავდა  ბულდოზერის ოპერატორი. მას ადგილზევე გაეწია პირველადი დახმარება, რის შემდეგაც სამედიცინო პერსონალმა ზესტაფონში, ფერო-მედის საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია. 

საავადმყოფოში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. 

დაშავებული მუშის სამკურნალო და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებს სრულად დაფარავს „China Road and Bridge Corporation“. კომპანიის წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალთან, დაშავებულთან და მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან.  

მომხდარი ფაქტის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×