რეზონანსი
18.05.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების გამო, სალონების თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა სამსახურების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ქეთი დალაქიშვილი ხუთ წელზე მეტია, თელავში, ერთ-ერთ სალონში მუშაობს. სტილისტი თვლის, რომ ახალი რეგულაციების გამო, ის სალონში გადასახდელ ქირას ვერ შეაგროვებს.

„ფართის მეპატრონემ უკვე დაიწყო საუბარი ქირის მომატებაზე.

გვაქვს კომუნალური გადასახადები. უსაფრთხოების წესების დასაცავად, აღჭურვილობაა საჭირო, რომელიც ძვირია და კვირაში ერთხელ მაინც განახლება სჭირდება.

ხალხი ისედაც ნაკლები იქნება და საფასურის გაზრდა კიდევ უფრო მძიმედ დაგვარტყამს. ამიტომ დავტოვე სალონი და სახლში ვიმუშავებ", - განაცხადა დალაქიშვილმა.

დღეს დილით, სამმა თანამშრომელმა დატოვა სამსახური, ერთ- ერთ სალონში, სადაც სტილისტი მარინა იმედაშვილი მუშაობს.

„დილით სამი თანამშრომელი წავიდა. აქ ყოფნის აზრს ვეღარ ხედავენ. ახლა შემოწმებასაც ველოდებით, საერთოდ მოგვცემენ თუ არა, მუშაობის უფლებას ეგეც არ ვიცი, იმდენი წესის შესრულებაა აუცილებელი. იქნებ ყველას ტესტირება ჩაგვიტარონ, რომ ამდენი რეგულაცია საჭირო აღარ იყოს", - თქვა იმედაშვილმა.

რეგულაციებით გამოწვეულ სირთულეებზე საუბრობს სალონის თანამშრომელი მანანა მამულაშვილიც.

„ჩვენი სალონის ფართობი იმდენად პატარაა, რომ ხუთ კვადრატულ მეტრში, ერთ კლიენტზე მეტს ვერ მოვემსახურებით.

ისედაც გაზრდილ ქირას ვიხდით. პატარა სალონს, რომელსაც არ აქვს მრავალპროფილური მომსახურება, დიდი ან სულაც საკუთარი ფართი იმდენად გაუჭირდება, შესაძლოა დაიხუროს კიდეც.

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×