რეზონანსი
18.05.2020

ვიდრე ვაქცინა შეიქმნება, ეს დაავადება სამყაროში იქნება, მაგრამ შემსუბუქებული, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „POSTV"-ის ეთერში განაცხადა.

„ამ ვირუსთან ერთად ცხოვრების გაგრძელება მოგვიწევს, ის თავის ბიოლოგიურ აგრესიულ ბუნებას შეარბილებს, ამიტომ ადამიანის ორგანიზმი ეგუება მას, იმუნიტეტი უყალიბდება და შესაძლებელია, მოვლენები ბანალურად განვითარდეს და კაცობრიობამ ვერც კი იგრძნოს, ისე გადალახოს ამ ვირუსით ინფიცირება", - აღნიშნა რატიანმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ვირუსი, განსაკუთრებით ზედა სასუნთქი გზების ინფექციები გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქტიურდებიან.

„ვირუსების ჭარბი გამოვლენა სწორედ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება. მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ამ ვირუსს კაცობრიობამ იგნორი გაუკეთოს. ისეთი აფეთქება, როგორსაც ველოდით და გაფრთხილებულები ვიყავით, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა, ამ ეტაპამდე ეს ტენდენცია არ ჩანს. იმედია, ასე გაგრძელდება და მშვიდობიანი ზაფხული გვექნება", - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირქტორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×