რეზონანსი
18.05.2020

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საავადმყოფოებიდან იმ ექიმების გაგდების ბრძანება გასცა, ვინც დამცავი აღჭურვილობის სიმცირეზე პრეტენზიას გამოთქვამენ. ინფორმაციას „კავკაზკი უზელზე" დაყრდნობით, The Moscow Times-I ავრცელებს.

„პროვოკატორები უნდა გაყაროთ. ჩვენ ყველაფერი გვაქვს: აღჭურვილობა, სამოსი, ნიღბები, ჟანგბადი, წამლები. ის კი არა, ჩვენ სხვა რეგიონებსაც შეგვიძლია დავეხმაროთ. ჩვენ სულ ცოტა 30-40 000 სპეციალური სამოსი გვაქვს და მილიონობით ნიღაბი", -აღნიშნა კადიროვმა და დასძინა, რომ ის ექიმი, რომელიც ამ თემაზე საუბრობდა „უბრალოდ გიჟია".

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ჩეჩნეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს მედპერსონალმა აქცია გამართა. მათი თქმით, დამცავი აღჭურვილობის უქონლობას მათი კოლეგა შეეწირა. ცოტა ხნის შემდეგ, ექიმებმა ადგილობრივი ტელევიზიით ბოდიში მოიხადეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×