რეზონანსი
18.05.2020

დედაქალაქის მერის ყოფილი მოადგილე, სოფიო ხუნწარია, რომელის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

ხუნწარია წერს, რომ თანამდებობა პირადი მიზეზების გამო დატოვა და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და მთლიან გუნდს მადლობას უხდის.

„ძალიან ბევრი მირეკავს, მწერს და ათას ვერსიას ვისმენ მეგობრებო ხდება ხოლმე ასეც, როდესაც პირადი განცხადების საფუძველზე მიდიან ადამიანები თანამდებობიდან და სხვა რაიმე აპოკალიპტური ფონი არ არსებობს.

კოლეგებს ბოდიში, რომ მათ ზარებს არ ვპასუხობ (ჟურნალისტებს ვგულისხმობ) მაგრამ გთხოვთ რიგი ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია. მე ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ თანამდებობას, ჩემი პირადი მიზეზების გამო.

არ მომწონს, როცა ჩამონათვალს აკეთებენ და წუწუნს იწყებენ რიგ საკითხებზე. ვბრუნდები იქ საიდანაც მოვედი. არტარეაში დღეს ჩემი ყოფნა დარგის განვითარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. აქვე გეტყვით, რომ ორ წელიწადნახევრის მანძილზე ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ.

მადლობა კახის, რომ მომცა ამის შესაძლებლობა და, რომ გვერდში მედგა საქმეში. მადლობთ ჩემს საყვარელ მოადგილეებს, ირაკლებს, მაიკოს და ილიას. ჩემს გუნდს, რომელიც ყველაზე კომფორტული იყო და შეუძლებელიც შევძელით ერთად. ჩემთვის ეს წლები დაუვიწყარი იქნება და იმ ძირითად სფეროს, რომელსაც ვკურირებდი არ ვუღალატებ. ხვალ უკვე ყველა პროექტს ჩამოვთვლი რაც გავაკეთე და რასაც ვტოვებ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი, რომელიც დღეს მერიაშია ყველაფერს გაუმკლავდება. იშვიათად შეკრული გუნდი

მიყვარხართ და ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი ჩამონათვალი და თუ ვინმე გამომრჩა ყველამ მიიღეთ თქვენ თავზე, რადგან განურჩევლად მადლიერი ვარ ყველასი..", - წერს სოფიო ხუნწარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×