
ბოლო პერიოდია 14 წლის დარიასა და მისი 10 წლის შეყვარებულის, ივანის გარშემო დისკუსია არ წყდება. 14 წლის გოგონა ამბობდა, რომ ის ორსულად 10 წლის ბიჭისგან, ივანისგან იყო.
ივანის მამობის საკითხს, მისი ასაკიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ექიმი აყენებდა ეჭვქვეშ.
წყვილი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც Russian TV-ში თავიანთი ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. ცოტა ხნის წინ გოგონამ აღიარა, რომ ბავშვის რეალური მამა 10 წლის ივანი არ არის.
დარიას თქმით, მასზე 16 წლის ბიჭმა იძალადა.
ინფორმაციას mirror-ი ავრცელებს.
ის ამბობს, რომ სიმართლის თქმის ძალიან ეშინოდა. სოციალურ ქსელში დარიამ შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
„ესაა ჩემი გრძელი ისტორია იმის შესახებ, თუ ვინ არის რეალურად ბავშვის მამა. ძალიან მტკივნეულია ეს ყველაფერი. ვერ ვახერხებ დავიწყებას. პასუხი კითხვაზე ვინ არის ბავშვის მამა ასეთია - მე გამაუპატირეს.
როგორ მოხდა ეს ყველაფერი ამის თქმა არ შემიძლია, რადგან ძალიან რთულია ჩემთვის. მომხდარის შემდეგ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ძალიან მეშინოდა, მარტოდ ვგრძნობდი თავს",- დაწერა დარიამ.
მან ადრე რუსული გაზეთის, „Komsomolskaya Pravda"-ს ინფორმაციას მისი გაუპატიურების შესახებ „სრული სისულელე" უწოდა. დარია 4 თვის მანძილზე ამტკიცებდა, რომ ბავშვის მამა მისი 10 წლის შეყვარებული, ივანი იყო.
ახლა დარია ამბობს, რომ ადამიანი, რომელმაც მასზე სექსუალურად იძალადა 16 წლისაა და სხვა სკოლაში სწავლობს.
„ის თავის ასაკთან შედარებით ძალიან მაღალი და მსუქანია. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ. მეშინია სადმე არ შევხვდე მას.
ეს ნოემბერში მოხდა. ბნელოდა, არავის არ შეეძლო ჩემი დახმარება. მეტის თქმა არ შემიძლია".
გოგონა ამბობს, რომ მოძალადის სახელი იცის.
„გამომძიებელს ვუთხარი რაც მოხდა. ახლა ეს ადამიანი თავისუფალია.
როდესაც ბავშვს გავაჩენ მას დნმ-ის ტესტს გაუკეთებენ და თუ ის მართლად აღმოჩნდება ბავშვის მამა, შესაბამის ზომებს მიიღებენ",- ამბობს დარია.
“პრაიმტაიმი“