რეზონანსი
18.05.2020

დღეიდან, 18 მაისიდან, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა.

შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობას იძლევა.

დღეიდან:

მარნეული გაიხსნა და მუნიციპალიტეტში გადაადგილება თავისუფალია;

მოიხნა 3 ადამიანის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვები;

გაიხსნა სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები;

მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგა.

რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ეტაპს:

15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის.

1 ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისამდე მოქმედებს. ამასთან, მოქმედებს, ე.წ. კომენდანტის საათიც, რომლის დროსაც, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×