რეზონანსი
18.05.2020

18-19 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 მაისს მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +30 +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება.

18 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან და 19 მაისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 18-20 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 21 მაისს +32 გრადუსამდე მოიმატებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×