რეზონანსი
18.05.2020

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია თანამდებობას ტოვებს. ხუნწარიამ დედაქალაქის მერს თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით უკვე მიმართა. არსებული ინფორმაციით, სოფიო ხუნწარია სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის.

თბილისის მერიაში ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება.

შეგახსენებთ, რომ სოფიო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა 2018 წლის იანვარში დაიკავა. მანამდე ის თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.

წყარო: “ინტერპრესნიუსი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×