რეზონანსი
18.05.2020

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 28 ინფიცირებული მკურნალობს.

ლევან რატიანის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება.

"ამ ეტაპზე კლინიკაში ყველაზე მცირე რაოდენობის პაციენტი გვყავს, რაც ძალიან გვახარებს. 28 კოვიდინფიცირებული გვყავს. მათი მდგომარეობა ყველასი სტაბილურია. ერთი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელიც იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა, წინა პერიოდთან შედარებით, დადებითი დინამიკით არის.

დანარჩენი პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან თერაპიულ განყოფილებაში, არცერთ მათგანთან არანაირი პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. ველოდებით პროტოკოლის მიხედვით განმეორებითი ტესტების ჩატარებას. იმედია, რამდენიმე დღეში ყველა ეს პაციენტი დატოვებს კლინიკას," - განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანის თქმით, მათ კლინიკაში ბოლო 10 დღეა ახალი პაციენტი არ მიუღიათ, ამჟამად კი 11 პაციენტის პირველად პასუხს ელოდებიან.

რატიანი იმედოვნებს, რომ მალე კლინიკა ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×