
მერიის ყოფილი თანამშრომელი, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ოთო აბესაძე “აიპრესთან” 2-წლიან დუმილს არღვევს და იმ ამბებს იხსენებს, რაც მას თავს გადახდა დაკავების დღიდან.
"2017 წლის 11 ივლისის შემდეგ, როდესაც დამაკავეს მე და „ქართული ოცნება“, ერთობლიობაში, დასრულდა. არ შევდივარ არავისთან პოლემიკაში, დეტალებში. იყო ფაქტი, მე ყოველ შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა რომ ვთვლიდი თავს ამ გუნდის ნაწილად, მეტიც ვიყავი ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. მაქვს ჩემი მცირე წვლილი შეტანილი და აგური დადებული მათი ამ დარგის მშენებლობაში. დავუშვათ, დავაშავე, წავედი. ჩემი ოჯახი იყო, შვილი მყავდა, ვინმეს ერთი ფოჩიანი კანფეტიც კი არ მიუტანია ჩემი შვილისთვის, 4-5 ადამიანის გარდა, რომელიც ეხმიანებოდა ჩემს ოჯახს და ეხმარებოდა.
კიდევ ერთხელ ექსკლუზიურად გეტყვით თქვენ: ერთი არაჩვეულებრივი ადამიანია, ოთო ჩრდილელი, მართლა მაგარი კაცი. რომელიც, ჩემს მეუღლეს სთხოვდა შეხვედრას, ატყუებდა ოთოს ვალი მქონდა და გიბრუნებ ყოველ თვეო. ოთოს ჩაურიცხე ანგარიშზეო. მე რომ გამოვედი გარეთ, ჩემმა მეუღლემ დამახვედრა ფული. ეს რა ფულია-მეთქი?! ოთომ ვალი დაგუბრუნაო. გამოვშტერდი, რა ფული-მეთქი?! აი, ეს გააკეთა ოთო ჩრდილელმა… სთხოვდა შეხვედრას, ვითომ ამბის მოსაყოლად და აქეთ უხდიდა ბოდიშს, არ მაქვს მეტი ვალს პირდაპირ ვერ გიბრუნებო. დეას მართლა ეგონა ვალი ჰქონდა ოთოს ჩემი. საშუალებაო, ვალს პირდაპირ ვერ გიბრუნებო. დეას მართლა ეგონა ვალი ჰქონდა ოთოს ჩემი" - განუცხადა "აიპრესს" ოთო აბესაძემ.