რეზონანსი
18.05.2020

უკვე რამდენიმე დღეა მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში აპარატზეა შეერთებული.

ის უგუნო მდგომარეობაშია, თუმცა ჩვენი რესპოდენტის თქმით, ექიმები გადარჩენის იმედს იძლევიან.

ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. „პრაიმტაიმი“ ჟურნალისტს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, როგორია ახლა მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

" ისევ იგივე მდგომარეობაა, ზურა ისრაელის კლინიკაშია აპარატზე შეერთებული. თუმცა ექიმები დამამიმედებელ პროგნოზს იძლევიან და ჩვენც ამის იმედი გვაქვს.

 გულის და ფილტვის პრობლემებია. გულზე ოთხი შუნტირება აქვს გაკეთებული, ადგილიც აღარ აქვს სტენტებისთვის.

ახლა ვერც ვერავის ვეღარ ვეკონტაქტები ისრაელში. ბოლო მონაცემებით გულის პრობლემით მოათავსეს კლინიკაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×