რეზონანსი
17.05.2020

ბოლნისში, სოფელ გეტაში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებული პირი ორი დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტეში, ამ დროისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რადენობა 150-ს აღწევს.

ბოლოს გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა ბოლნისის სოფელ გეტასა და მუშევანს უკავშირდება. სწორედ სოფელ მუშევანში დაუდასტურდა დღეს 2 ადამიანს კორონავირუსი. ინფიცირებულთა საკვლევი მასალის ნიმუშები ლაბორატორიაში ორი დღის წინ გადაიგზავნა და პასუხი დღეს გახდა ცნობილი.

ამ დროისთვის სოფელ მუშევანში კოვიდინფიცირების 44 შემთხვევაა დაფიქსირებული. სოფელში მკაცრი საკარტინე რეჟიმი მოქმედებს და მოსახლეობის გამოკვლევა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული. კარანტინი ბოლნისში 23 მარტს გამოცხადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×