რეზონანსი
17.05.2020

მარნეულის, თითქმის ორთვიანი იზოლაცია დასრულდა. ამ წუთებში ქალაქის შესასვლელში მოწყობილი ბლოკპოსტის დემონტაჟი მიმდინარეობს.

ამ პერიოდის განმავლობაში მარნეულში 105 ათას ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. ამ დრომდე COVID 19-ი 25 ადამიანს დაუდასტურდა და მათი ნაწილი უკვე გამოჯანმრთელდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მარნეულში დაახლოებით 1700 პირს ჩაუტარდა ტესტირება PSR მეთოდით და ყველა მათგანი უარყოფითი იყო ერთი შემთხვევის გარდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავისურისთ ინფიცირების 149 შემთხვევა დაფიქსირდა და მათგან 56 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×