რეზონანსი
17.05.2020

საჩხერეში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბიზნესმენ ბესიკ ივანაშვილს ბრალი 141-ე მუხლის, მე-2 ნაწილით ედება, რაც წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედებას გულისხმობს.

ადვოკატი ავთანდილ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ვარაუდობს, რომ მისი დაკავება ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალების დღეს გადაეცა და სრულად არ გაცნობია.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, საქმეზე სასამართლო ხვალ გაიმართება. სხდომა დახურული იქნება და ონლაინრეჟიმში ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×