
პაკისტანში ინტერნეტში გავრცლებული ვიდეოს გამო ე.წ. ღირსების მკვლელობას ორი გოგონას სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შემთხვევა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა.
ვიდეოში სამი გოგონა, მათ შორის, ორი გარდაცვლილი, 16 და 18 წლის არასრულწლოვანი უფროს მამაკაცთან ერთად არის აღბეჭდილი. ვიდეო დაახლოებით ერთი წლის წინ არის გადაღებული, თუმცა, სოციალურ ქსელში წინა კვირას გამოჩნდა.
ვიდეოს ნახვის შემდეგ, ნათესავებმა არასრულწლოვანი გოგონები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
პოლიციის მტავარ პრიორიტეტს ამ მომენტისათვის ვიდეოში აღბეჭდილი მამაკაცისა და მესამე გოგონას უსაფრთხოება წარმოადგენს.
პაკისტანში ე.წ ღირსების მკვლელობას ყოველწლიურად 1000-მდე გოგონა ეწირება.