რეზონანსი
17.05.2020

ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცით და ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზეა განთავსებული, წყლით კორონავირუსის გადაცემის ალბათობა მცირეა, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აუზის დეზინფექცია მთელ მსოფლიოში ძირითადად ქლორის მეშვეობით ხდება და მის მიმართ კორონავირუსი სრულიად არამდგრადია.

„ერთი რამ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, ნებისმიერი აუზი, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მთავარ მადეზინფექცირებელ საშუალებად ქლორს იყენებს და მის მიმართ სრულიად არამდგრადია კორონავირუსი. რისკი შეიძლება იყოს მხოლოდ გასახდელებში და იქ უნდა შევინარუნოთ მაქსიმალური დისტანცირება, თავი შევიკავოთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობისგან და ახლო მანძილზე საუბრისგან. წყალი არანაირ რისკს არ ქმნის" - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×