რეზონანსი
17.05.2020

ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა ქალი და მისი ძაღლი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, ზღვის ნაპირზე ბეტონის ფილაზე მოქალაქე ძაღლთან ერთად იყო შემორჩენილი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ახალგაზრდა ქალი, ოთხფეხა მეგობართან ერთად, უსაფრთხო ადგილზე სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით უვნებლად ამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×