რეზონანსი
17.05.2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში "კოვიდ19"-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა და ამ დროისათვის 149-ს შეადგენს.

ორი ახალი შემთხვევა კვლავ სოფელ მუშევანში დაფიქსირდა და აქამდე გამოვლენილ ინფიცირებულებთან კონტაქტია.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, ორ პირს კორონავირუსი განმეორებითი კვლევის შედეგად დაუდგინდა. მათი საკვლევი მასალის ნიმუშები ლაბორატორიაში ორი დღის წინ იქნა გადაგზავნილი.

ამ დროისთვის სოფელ მუშევანში კოვიდინფიცირების 44 შემთხვევაა დაფიქსირებული. სოფელში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს და მოსახლეობის გამოკვლევა მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×