რეზონანსი
17.05.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი სამი ადამიანით გაიზარდა. ამის შესახებ "სპუტნიკ აფხაზია" წერს.

მისი ინფორმაციით, ოპერატიული შტაბი იუწყება, რომ ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან - დედა, მამა და მათი ქალიშვილი, რომლებიც სოხუმში სოჭიდან ჩავიდნენ. დაინფიცირებულ ქალს ორმხრივი პნევმონია აქვს, მამაკაცს - სუნთქვის უკმარისობა, ქალიშვილს კი დაავადება გართულების გარეშე გადააქვს. ყველა მათგანი გუდაუთის საავადმყოფოში მოათავსეს.

ამგვარად, აფხაზეთში, დღეის მდგომარეობით, კოვიდინფექციის 17 შემთხვევაა გამოვლენილი. 13 მათგანი სტუდენტია, რომლებიც რუსეთიდან დაბრუნდნენ, ერთი კი მეშვიდე რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურე, რომელიც სოხუმში დაღესტანიდან ჩავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×