რეზონანსი
17.05.2020

თერჯოლის ცხელების ცენტრში საკარანტინო სივრციდან გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტოკული საშუალება აღმოაჩნდა.

ახალგაზრდა მამაკაცი გერმანიიდან 9 მაისს ჩამოფრინდა, კარანტინში თბილისში იმყოფებოდა, თუმცა ფსიქიკური პრობლემების გამო თერჯოლაში, კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკა "იმერმედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, მას აუღეს ანალიზი კორონავირუსზე, უარყოფითი პასუხის მისვლის შემდეგ გადაიყვანეს პალატაში, სადაც პაციენტი შეამოწმეს. მამაკაცს 38 აბი სუბოტექსი და მარიხუანა აღმოაჩნდა, გამოიძახეს პოლიცია და ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

როგორც დაკავებულმა სამართალდამცველებს განუცხადა, ის სარგებლობს ჩანაცვლებითი თერაპიის სპეცპროგრამით და მედიკამენტები სამკურნალოდ სჭირდებოდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×