რეზონანსი
17.05.2020

მოლებში მომხმარებლის გადაადგილება ვიდეოკონტროლით განხორციელდება. განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ გადაცემაში „დილის შოუ".

„მოლების წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და ფაქტობრივად ყველა მიმართულებით ვართ შეჯერებული. ემზადებიან, ტექნიკური დეტალი გვქონდა დარჩენილი, რომელზეც ალბათ დღეს შევჯერდებით და ხვალისთვის იქნება დამტკიცებული. რამდენად სწრაფად მოახდენენ ადაპტირებას და ამ მოთხოვნების დამკაყოფილებას, ეს მათზეა დამოკიდებული.

მოლებში შემოგვაქვს ერთიანი ვიდეოსკრინინგის ვალდებულება. იქედან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი შედის, უნდა ხდებოდეს ვიდეოკამერით კონტროლი. თუ რომელიმე ადამიანს ტემპერატურა უფიქსირდება, ავტომატურად კამერა აჩვენებს, რომ რისკია და შესაბამისი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს.

ასევე, არ იქნება მასიური დაშვება მომხმარებლის, უნდა მოხდეს რიგის კონტროლი, პირბადით შესვლა აუცილებელი იქნება და ყველაზე ხშირად შეხებად ზედაპირებს დაამუშავებენ. სრული დეზინფექცია კი ყოველდღიურად ჩატარდება.

ასევე ერთ-ერთი მოთხოვნაა გარედან შემოსული სუფთა ჰაერის მაღალი კონცეტრაცია", - განაცხადა ბექა ფერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×