რეზონანსი
17.05.2020

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი ფაქტი გამოვლინდა. როგორც მარნეულის მერიაში განაცხადეს, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 20 საკვლევი მასალა იქნა გადაგზავნილი, აქედან 19-ზე უარყოფითი პასუხია, ერთს კი კოვიდ19 დაუდგინდა.

ახალი ინფიცირებული მარნეულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კლასტეს მიეკუთვნება და მკაცრ იზოლაციაში იყო.

დღეისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 29 პირია ინფიცირებული, მათგან 16 უკვე გამოჯანმრთელდა

წყარო: ინტერპრესნიუსი 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×