რეზონანსი
17.05.2020

რეკომენდაციები ავტოტექმომსახურებისთვისაც განისაზღვრა. განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ გადაცემაში „დილის შოუ".

„რაც შეეხება ავტოტექმომსახურებას, აქაც ვითხოვთ და იმედი გვაქვს, რომ მისი პრაქტიაში რეალიზება მოხდება, უნდა ხდებოდეს წინასწარ დაჯავშნით ავტომობილის გადაცემა. სპეციალურად გამოყოფილი პირი პერსონალიდან საჭეს ასუფთავებს შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარით და გადაჰყავს მომსახურებისთვის. ეს არის განსხვავებული რეგულაცია, რომელიც განვსაზღვრეთ ავტოტექმომსახურებისთვის", - განაცხადა ბექა ფერაძემ.

რაც შეეხება საბითუმო სავაჭრო ობიექტებს, აქ რიგის დაცვისთვის შესაბამისი სტიკერები უნდა იყოს. თუ განიავება ვერ ხერხდება, კონდიცირების სისტემამ უნდა იმუშაოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×