რეზონანსი
17.05.2020

მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ადგილი შეემატება - ჩირუხის განვითარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭაროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარაში სხვადასხვა ტურისტული პროდუქტის  განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა ჩირუხის მთაზე მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს.

ჩირუხის მთა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსთან და შუახევის მერთან ერთად დაათვალიერა. მთავრობის წევრებმა ტერიტორიის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტის განვითარების კონცეფციები განიხილეს.

ამ ეტაპზე, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის დამუშავება მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც ტურისტული პროდუქტის ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება.

ჩირუხის მთა ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×